ოფიციალურად - აბრამოვიჩმა ჩელსის მმართველობა საქველმოქმედო ფონდს გადააბარა
ავტორი: Salo Qobalia • 27-02-2022, 11:43

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, სპორტული სამყარო რუსეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა რომან აბრამოვიჩის გარშემო ხდება. რუს ოლიგარქს ბრიტანეთში შესვლა აუკრძალეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას „ჩელსის“ გაყიდვა მოუწევდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხთან დაკავშირებით BBC-მ ახალი ცნობები გააჟღერა. ვიგებთ, რომ აბრამოვიჩმა კლუბის მმართველობა „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს გადააბარა.
რომან აბრამოვიჩი:
„გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებდი. მე ვრჩები ამ ღირებულებების ერთგული. სწორედ ამიტომ, დღეს „ჩელსის“ საქველმოქმედო ფონდის რწმუნებულებს ჩემი საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობასა და ზრუნვას გადავაბარებ. ვფიქრობ, ისინი ახლა საუკეთესო კონდიციებში არიან, რათა ფეხბურთელებს, პერსონალს და გულშემატკივრებს გაუძღვნენ.“
შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია და როგორც ცნობილია, ის პუტინის ახლო მეგობარია.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, დეპუტატმა კრის ბრაიანტმა, თავის კოლეგებს განუცხადა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აბრამოვიჩს ინგლისში შესვლის უფლება არ ჰქონდა. დღეს კი რეალობა ზუსტად ასეთია - რუს ოლიგარქს ქვეყანაში არ უშვებენ და არავინ იცის, როდის მიეცემა მას ამისი უფლება.