"კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს" - ტუხელი აბრამოვიჩის სიტუაციაზე
ავტორი: Salo Qobalia • 27-02-2022, 11:41

ლონდონის „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით, რომან აბრამოვიჩმა მმართველობა კლუბის საქველმოქმედო ფონდს გადააბარა. „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და აბრამოვიჩზე ისაუბრა.
ტუხელი: „არ უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა არ არსებობს. მდგომარეობა ყველასთვის მძიმეა. ამას არავინ ელოდება, ყველაფერი თითქოს არარეალურია. შექმნილი ვითარება გვაბნევს და ხელს გვიშლის „ლივერპულთან“ მატჩის წინ. ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის უფრო რთულია, რომლებიც ამ საკითხში არიან ჩართულები. მათ, რა თქმა უნდა, საუკეთესოს ვუსურვებ. გაუგებრობა ჩვენ კლუბთან მიმართებაში იმდენად დიდია, რომ კომენტარის გაკეთებას აზრი არ აქვს. ჩვენ რაიმე კონკრეტული და შიდა ინფორმაცია არ გვაქვს. ვიცით მხოლოდ ის, რაც თქვენც იცით. ვფიქრობ, გუნდს და მწვრთნელს აქვთ უფლება, რომ პოლიტიკაში არ ჩაერთონ. იმიტომ კი არა, რომ ვიმალებით.. უბრალოდ სიტუაცია ნათელია და ეს საშინელებაა.. ბოლო პერიოდში ხშირად მესმის კრიტიკა „ჩელსის“ და აბრამოვიჩის მიმართ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ, მაგრამ ბოლომდე ამას ვერ შევძლებთ. მსურს ხალხმა გაგვიგოს და იცოდეს, რომ მე და ფეხბურთელებმა არ ვიცით, რამდენად არის ჩართული აბრამოვიჩი იმ ყველაფერში, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ არ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება.. ორი აზრი არ არის, რომ ეს საშინელებაა. დიდი ხნის განმავლობაში ჩემთვის ევროპაში ომი წარმოუდგენელი იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“