ნადალმა კარიერაში 91-ე და სეზონში მე-3 ტიტული მოიგო
ავტორი: Salo Qobalia • 27-02-2022, 11:39

ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერაში 91-ე ტიტული მოიგო, მიმდინარე წელს კი მესამე. რაფამ აკაპულკოს ATP 500-იანი ტურნირის ფინალში კემერონ ნორი ორ სეტში - 6:4, 6:4 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ 36 წლის ესპანელს სეზონში 15-დან 15 შეხვედრა აქვს მოგებული. ავსტრალიის ღია პირველობიდან დღემდე, მან 13 სეტი წაუგებლად განვლო.
ნადალმა კარიერაში აკაპულკოს ტურნირი მეოთხედ მოიგო. შეხვედრის განმავლობაში ნორის მცირე შანსები ჰქონდა, თუმცა რაფა საკუთარ ჩაწოდებაზე ტრადიციულად სტაბილური იყო და მეტოქისთვის სერიოზული შანსი არ მიუცია.
პირველ ჩაწოდებაზე ესპანელმა საწყის სეტში 89%-იანი სიზუსტე დააფიქსირა, რამაც შეხვედრაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.
ბოლოს კი გეტყვით, რომ ნადალისთვის ეს კარიერაში 128-ე ფინალი იყო, რომელთაგან 91-ის მოგება შეძლო.