ფრე მადრიდში - იუნაიტედი წაგებას ელანგამ გადაარჩინა
ავტორი: Salo Qobalia • 24-02-2022, 02:30

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. „ატლეტიკომ“ „,მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი მეორე დაპირისპირებაში გადაწყდება.
გარდამავალი უპირატესობა არცერთ გუნდს არ გქონდა. მეტიც, „როხიბლანკომ“ და „წითელმა ეშმაკებმა“ კარში ზუსტად თითოჯერ დაარტყეს. მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს, რასაც მე-7 წუთზე ჟოაუ ფელიქსის გოლი მოყვა. პირველი ტაიმი სიმეონეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში „იუნაიტედი“ შედარებით გააქტიურდა. რანგნიკმა ცვლილებები განახორციელა და ერთ-ერთმა 100%-ით გაუმართლა. 75-ე წუთზე რაშფორდის ნაცვლად ელანგა გამოვიდა, რომელმაც „როხიბლანკოს“ გოლი გაუტანა და „მანჩესტერი“ წაგებას გადაარჩინა. შეხვედრის მიწურულს, გრიზმანს ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა ძელს მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 15 მარტით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.