ატლეტიკო VS მანჩესტერ იუნაიტედი - მატჩის წინ
ავტორი: Salo Qobalia • 23-02-2022, 01:14

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ. მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.
„მანჩესტერ იუნაიტედი“
„წითელი ეშმაკები“ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კარგ ფეხბურთს ვერ თამაშობენ. გამონაკლისი არც რალფ რანგნიკის ფორმაციის გუნდია. „მანჩესტერი“ არასტაბილურად გამოიყურება და ბევრ ქულას კარგავს, თუმცა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „ლიდსი“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 4:2 დაამარცხა და ოთხეულში ადგილს სტაბილურად ინარჩუნებს.
დანაკლისი:
რალფ რანგნიკს ამ მხრივ პრობლემები არ აქვს. მეისონ გრინვუდის შესახებ ყველამ კარგად იცით. ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი მეგობარ გოგონაზე ფიზიკური ძალადობის გამო ციხეშია. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ედისონ კავანის, რომელსაც მიკრო ტრავმა აწუხებს. სხვა მხრივ „იუნაიტედი“ სრულ მზადყოფნაშია.
რა თქვა რანგნიკმა მატჩის წინ?
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფეხბურთელებმ ბოლო დღეებში ძალები აღიდგინეს და „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ მზად არიან. ამ ყველაფერს ხვალ გავიგებთ. მენტალურად საკმაოდ ემოციურად უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, პირველი შეხვედრა მომდევნო ეტაპზე გასულის ბედს არ გადაწყვეტს. ყველაფერი „ოლდ ტრაფორდზე“ გაირკვევა.
დიეგო სიმეონემ ტიტულები თავისი მკაფიო იდენტურობით მოიგო. „ჩოლოს“ სათამაშო სტილი ყველასგან განსხვავებულია. „ატლეტიკოს“ შეხვედრებში წინა პლანზე ყოველთვის ემოციური დატვირთვაა. ორივე მატჩში ენერგიისა და ემოციის დონეები უნდა დავამთხვიოთ. „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ ყოველთვის მყარი მენტალობაა საჭირო.
ჩვენი სრული ყურადღება დღევანდელ ვითარებაზეა გამახვილებული, აწმყო დაძაბულობაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე და პრემიერ ლიგაზე ბოლო 12 თამაშზე. ყველა სხვა საკითხზე სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ.“
„ატლეტიკო“
მიმდინარე სეზონი ალბათ „ჩოლოს“ სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდია. „როხიბლანკომ“ საკუთარი იდენტობა დაკარგა, უამრავ გოლს უშვებს და ოთხეულში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, მადრიდელებმა ალბათ ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე სუსტ გუნდს „ლევანტეს“ უმასპინძლეს და 0:1 დამარცხდნენ. ეს ყველაფერი კი „ოსასუნასთან“ გასვლით მატჩში რეაბილიტირდა. „ატლეტიკომ“ 3:0 გაიმარჯვა.