კარაგერი: "ბეილს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, რომ ზიდანი მართალი არ იყო"

ავტორი: Salo Qobalia • 4-01-2021, 00:54


"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ექს-მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "ტოტენჰემის" თავდამსხმელ გარეტ ბეილის ასპარეზობაზე ისაუბრა.

"ტოტენჰემს" გარეტისგან მეტი გავლენა სჭირდება, რათა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაზე არ იფიქროს. ლონდონში დაბრუნების შემდეგ, ბეილმა ძლივს ხარისხიანი თამაში აჩვენა, შემდეგ კი კვლავ ტრავმა მიიღო".

"მადრიდის "რეალის" მხრიდან უსამართლო მოპყრობის შემდეგ რამდენიმეწლიანი ჩივილის შემდეგ ჯერ კიდევ არ დაგვინახავს იმის მტკიცებულება, რომ "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მართალი არ იყო", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph.

31 წლის ბეილი "ტოტენჰემში" 2020 წლის 19 სექტემბერს დაბრუნდა, გუნდს იგი "რეალიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უელსელმა 4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი შეაგდო.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია