"სიტუაციას თვალყურს მივადევნებთ", - მანჩესტერ სიტიში მესის ტრანსფერს არ გამორიცხავენ

ავტორი: Salo Qobalia • 4-01-2021, 00:53


"მანჩესტერ სიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან სორიანომ ფორვარდ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

"მესი აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რა სჭირდება, ეს დაიმსახურა. ახლა "ბარსელონადან" წასვლაში ხელს არაფერი უშლის, შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდეს და გააკეთოს ის, რაც უნდა".

"სიტუაციას თვალყურს მივადევნებთ, მაგრამ არ ჩავერევით", - ციტირებს სორიანოს სიტყვებს CCMA.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია