ლაპორტა საუბარს არ აპირებს - ჟოანის განცხადება

ავტორი: Salo Qobalia • 3-01-2021, 17:19


როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ბუნებრივია, რომ რამდენიმე ფავორიტი კანდიდატი უკვე გამოიკვეთა. მათ შორის არიან ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი.

ამ უკანასკნელის შესახებ ვიცით, რომ მის გეგმებში შემავალი მთავარი ფიგურა ჩავი ერნანდესია, თუმცა ლაპორტა ჯერ საუბარს არ აპირებს. ის არც სავარაუდო ტრანსფერებზე და არც სავარაუდო მწრთვნელზე კომენტარს არ აკეთებს.


"ჩემი სპორტული პროექტი მაქვს და ჯერ კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი."

"ყველა აგენტს ვიცნობ. მათ სურთ, რომ პრეზიდენტი გავხდე, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ ახლა მოთამაშეებსა და მწრთვნელზე არ ვისაუბრებ." - განაცხადა ლაპორტამ.

ჟოანის ასეთი პოზოცია გასაგებიცაა, რადგან წინასწარმა საუბარმა, შესაძლოა, ახლანდელი გუნდის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია