„იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“

ავტორი: Salo Qobalia • 27-11-2021, 01:57



მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო.

გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა და ზუროსის ბიჭებმა მეტოქეს 88-83 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების წარმატებაში თორნიკე შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა და აქტივში 16 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. მატჩის შემდეგ, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის „ტვიტერის“ გვერდი მის ასპარეზობას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში შენგელიას მომენტების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით - „იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია