სტერლინგის ალტერნატივა - ბარსა ვერნერს და ზიეჩს განიხილავს

ავტორი: Salo Qobalia • 24-11-2021, 01:31


ჩავის დანიშვნის შემდეგ კატალონიის „ბარსელონას“ არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ. ყველაზე ხშირად „ბლაუგრანას“ გარშემო რაჰიმ სტერლინგის გვარი ისმოდა, თუმცა ინგლისელი გარემარბისთვის ბარსას შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა არ აქვს.

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა ESPN გვამცნობს, რომ „ბარსელონა“ სტერლინგის ალტერნატივად ტიმო ვერნერს და ჰაკიმ ზიეჩს განიხილავს. საუბარი იყო პულიშიჩზეც, მაგრამ ცნობები ახლა ამ ორ ფეხბურთელზეა.

წყარო წერს, რომ ზიეჩი და ვერნერი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან, რადგან მათ ლონდონურ კლუბში იმდენი სათამაშო დრო არ ეძლევათ რამდენიც უნდათ. საუბარი იჯარის წესით გადაყვანაზეა. ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელების პოზიცია, თუმცა ნახსენები მიზეზიდან გამომდინარე ტრანსფერები საკმაოდ რეალურია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა მატეუ ალემანიმ განაცხადა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი არცერთ ახალ ფეხბურთელს არ შეიძენს.
მატეუ ალემანი:

 „დღეს არ არსებობს არანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ „ბარსელონამ“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი ფეხბურთელი დაიმატოს, თუმცა ამის გამოსწორებაზე ვმუშაობთ. ვნახავთ რის გაკეთებას შევძლებთ.“





მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია