''ჩეფერინს ვუთხარი, რომ რეალს მოვუგებდით'' - თარხნიშვილმა ბერნაბეუზე გამარჯვება გაიხსენა

ავტორი: Salo Qobalia • 24-11-2021, 01:28


ტირასპოლის ''შერიფის'' ქართველმა დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა მოლდოვურ მედიასთან ''რეალთან'' შეხვედრის შესახებ ისაუბრა, როცა მისმა კლუბმა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''ბერნაბეუზე'' ''სამეფო კლუბი'' დაამარცხა, რაც უდიდესი სენსაცია იყო.

''რეალთან'' შეხვედრის დღეს მეგობრებს ვუთხარი: ''მე ყოველთვის ''რეალს'' ვქომაგობ გარდა დღევანდელი დღისა. მატჩის დღეს თავში რა მიტრიალებდა? როცა ''რეალს'' პირველი გოლი გავუტანეთ, ჩემმა მეგობრებმა ყვირილი დაიწყეს, მე კი მათ ვუთხარი: ''წყნარად, სიხარული ადრეა''.

 ''რეალმა'' ანგარიში გაათანაბრა, გვიტევდნენ და ვფიქრობდი, რომ ნეტავ ყველაფერი ასე დასრულებულიყო, მაგრამ ტილმა ისეთი გოლი გაიტანა, ისე გაისროლა, რომ ემოციები მომეძალა, ძალიან ცუდ სიტყვებს ვყვიროდი.

 თამაშამდე მე და მთავარი მწვრთნელი ჩვენს უფროსს შევხვდით. მან გვითხრა, რომ მაქსიმუმის ჩვენება იყო საჭირო, შემდეგ კი მწვრთნელმა თქვა: ''ნახავთ, ჩვენ მოვიგებთ''.

 როცა ''შახტარი'' დავამარცხეთ, შემდეგ ერთ-ერთ შეხვედრაზე ჩეფერინმა მითხრა: ''მოიგეთ რეალს''. მე ვუპასუხე, რომ მოვუგებდით. ჩეფერინი კარგი ბიჭია, ძალიან უბრალო ადამიანია''.




მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია