ლიანა ჯოჯუამ წონა ვერ დააფიქსირა - ბრძოლა მაინც გაიმართება

ავტორი: Salo Qobalia • 13-11-2021, 01:49



ამ უქმეებზე, UFC Vegas 42-ია ჩანიშნული და გრძელვადიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე ლიანა ჯოჯუას ვიხილავთ. დღეს, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა და სამწუხაროდ, „მგელმა“ წონა ვერ ჩააბარა.

ჯოჯუამ 128.5 გირვანქა დააფიქსირა, როცა მის დივიზიონში წონის ლიმიტი 125 გირვანქა გახლავთ და ლიანამ წონას დაახლოებით 1.2 კილოგრამით გადაამეტა, თუმცა სასიხარულო ისაა, რომ წონის ვერჩაბარების მიუხედავად, ბრძოლა მაინც გაიმართება.


MmmaFighting-ის ინფორმაციით, ლიანას ოქტაგონზე გასვლის სანაცვლოდ მისაღები თანხის 30 პროცენტზე მოუწევს უარის თქმა და მისი ჰონორარის აღნიშნული ნაწილი ჯოჯუას მეტოქეს, კორტნი კესის გადაეცემა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია