დიდი 10-ის მატჩებს გულშემატკივარი დაესწრება - ცვლილებებია თამაშის ტემპის ასაჩქარებლად

ავტორი: Salo Qobalia • 5-11-2021, 01:29



დიდი 10-ის შეხვედრებს გულშემატკივარი დაესწრება, თუმცა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აუცილებელი იქნება რეგულაციების დაცვა - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს:

შესაბამის მატჩამდე არანაკლებ 14 დღით ადრე სრულად ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ბოლო 6 თვის მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-ინფექციის გადატანის შესახებ ცნობა, ან მოცემულ მატჩამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი.

ამასთან ერთად, სიახლეა ისიც, რომ 2021 წლის 21 სექტემბერს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზე მოხდა წესთა ცვლილებების მიღება, რომელიც ძალაში შევიდა დიდი 10-ის და ესპუართა ლიგებში.

აღნიშული ცვლილებები 2022 წლის დასაწყისში (მიმდინარე სეზონის მეორე წრეში) ძალაში შევა პირველ და რეგიონალურ ლიგებში, რათა სეზონის ბოლოს ლიგებს შორის გადათამაშება და პლეიოფები განხორციელდეს თანაბარი წესებით.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია