ენისეი v შავი ლომის მატჩი გადაიდო: ,,რუსეთმა ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა"
ავტორი: Salo Qobalia • 30-10-2021, 13:27

პირველმა ქართულმა პროფესიონალურმა ფრენჩაიზმა, „შავმა ლომმა“ მეორე შეხვედრა „ლოკომოტივი პენზას" წინააღმდეგ გამართა და კვლავ გაიმარჯვა.
„შავმა ლომმა“ მეტოქე კომფორტული, 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 11-27 დაამარცხა, ხოლო პირველი ტაიმი - 6-22 მოუგო.
„შავი ლომს" მომდევნო მატჩს კვლავ რუსულ კლუბ „ენისეისთან“, მიმდინარე დღეს უნდა გაემართა, თუმცა შეხვედრა აღარ გაიმართება.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, მიზეზი უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი კოვიდ-პანდემიაა:
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში ენისეი-სტმსა და ‘შავ ლომს’ შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. მიზეზი ისევ Covid 19-ია…
რუსეთში პანდემიამ მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და ქვეყანამ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. შავი ლომი სოჭში ჩარტერული რეისით დღეს დილით უნდა გაფრენილიყო და შეჩერებული ნებართვა მხოლოდ დღის ბოლოს მიიღო. იყო შანსი, რომ თამაში კვირისთვის გადადებულიყო, მაგრამ მასპინძლებმა საორგანიზაციო მხარე ვერ მოაგვარეს.
შესაბამისად, რაგბი ევროპამ თამაშის გადადების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ჩატარების ვადები მოგვიანებით დაზუსტდება, - ნათქვამია განცხადებაში.