UFC წლის საუკეთესოებს ავლენს - ნომინანტებში ჯოჯუა, დვალიშვილი და ჭიკაძეც არიან
ავტორი: Salo Qobalia • 26-12-2020, 00:24

რუსულმა საიტმა championat.com-მა, UFC-ისთან ერთად, 2020 წლის საუკეთესო მებრძოლების გამოსავლენად გამოკითხვა წამოიწყო. რჩეულები 7 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან და სასიხარულოა, რომ წლის მთავარ გმირებს შორის ერთბაშად სამი ქართველი სპორტსმენია: ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე.
ნომინანტების შერჩევა ორგანიზაციის ექსპერტების მიერ განხორციელდა, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა გულშემატკივრებმა უნდა თქვან.
"წლის გარღვევის" ნომინაციაში, სადაც სულ 5 ნომინანტია წარმოდგენილი, ერთბაშად ორი ქართველი მებრძოლი მოხვდა - მერაბ დვალიშვილი და გიგა ჭიკაძე.
მერაბ დვალიშვილმა წელს UFC-ში სამი ბრძოლა გამართა და სამივეში გამარჯვება იზეიმა. 29 წლის მებრძოლმა კეისინი კენი, გუსტავო ლოპესი და ჯონ დოდსონი, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დვალიშვილმა UFC-ში საწყისი ორი ორთაბრძოლა დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ხუთი გამარჯვება იზეიმა და ახლა მერვე ბრძოლისთვის ემზადება.