ევროპის ჩემპიონატს დრიფტში თბილისი უმასპინძლებს!

ავტორი: Salo Qobalia • 26-12-2020, 00:20


დრიფტის და ზოგადად ავტოსპორტის მოყვარულთათვის ეს ძალიან მაგარი ამბავია!

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას და Drift Masters European Championship-ს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დრიფტის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი თბილისში გაიმართება! ღონისძიება 4-5 სექტემბერს დაიგეგმა და მას ეროვნული ფედერაცია და საქართველოს დრიფტის სერიების ორგანიზატორები ჩაატარებენ.

ჩემპიონატში მონაწილეობას ევროპის 25 ქვეყანასთან ერთად მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნის წარმომადგენლებიც მიიღებენ. საქართველოს ორი მონაწილე წარმოადგენს - 2020 წლის საქართველოს დრიფტის ჩემპიონი ნოდო კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე. აღსანიშნავია, რომ მელაძეს 5 სექტემბერს დაბადების დღე აქვს და ჩემპიონობა იდეალური საჩუქარი იქნებოდა!


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია