იბრაჰიმოვიჩის MLS-ში გადასვლა შეცდომა იყო ", - რაიოლა

ავტორი: Salo Qobalia • 23-12-2020, 13:42



ცნობილმა აგენტმა, მინო რაიოლამ ისაუბრა თავისი ყველაზე ცნობილი კლიენტის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ:

"იბრაჰიმოვიჩი ჯერ არ აპირებს კარიერის დასრულებას, თუმცა როდესაც ეს მომენტი დადგება, ის ფეხბურთს მაინც არ ჩამოშორდება.

შვედი გახდება უეფას პრეზიდენტი და სპორტის ამ სახეობას შეცვლის. ძალიან ვნანობ, რომ ის წავიყვანე MLS-ში, რადგან ზლატანი აქ უფრო საჭირო იყო.

ის არის უდიდესი პიროვნება და სპორტსმენი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა ნიდერლანდელმა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია