'მადლობა კრიტიკისთვის' - ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრებიდან წავიდა

ავტორი: Salo Qobalia • 1-08-2021, 17:51


ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება თავად გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტს ვადა გაუვიდა.

"უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან ჩემი კონტრაქტი ამოიწურა. ქვეყნის მთავარ გუნდთან ერთად 5 წელი გავატარე. ეს იყო მძიმე სამუშაო, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი კომიტეტის, რომ უკრაინის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მადლობელი ვარ თითოეული ფეხბურთელის, ყველა იმ ადამიანის, ვინც დამეხმარა და ამ გუნდთან შეხება ჰქონდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და კრიტიკისთვის. ერთად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და საინტერესო".

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა და გუნდი ევრო 2020-ის 1/4-ფინალში გაიყვანა, სადაც ინგლისის ნაკრებთან დამარცხდა. მანამდე "შევას" მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 44 წლის სპეციალისტი.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია