სრული განრიგი - ვინ როდის დაბრუნდება კლუბში

ავტორი: Salo Qobalia • 1-08-2021, 13:29


"იუვენტუსის" ფეხბურთელები კლუბში ნელ-ნელა ბრუნდებიან. ორი დღის წინ, 26 ივლისს, გუნდს ხუთი ფეხბურთელი დაუბრუნდა.

ამჟამად, იმისათვის, რომ მასიმილიანო ალეგრიმ სრულ პირველ გუნდს მოუყაროს თავი, 9 ფეხბურთელი აკლია.

პარასკევს, 30 ივლისს, ამ 9 ფეხბურთელიდან გუნდს ორი დაუბრუნდება ალბარო მორატასა და როდრიგო ბენტაკურის სახით.

ორშაბათს, ანუ 2 აგვისტოს, "იუვენტუსი" სრული შემადგენლობით გამთლიანდება. ვინ დარჩა ჩამოსასვლელი?

ხუან კუადრადო, რომელიც კოლუმბიას ამერიკის თასის ნახევარ-ფინალში გაუძღვა და ბრაზილიური დუეტი, ალექს სანდრო - დანილო, რომლებიც  ამერიკის ვიცე ჩემპიონები გახდნენ.

და, რა თქმა უნდა, ევროპის ტრიუმფატორები, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო კიეზა და ფედერიკო ბერნარდესკიც სამხრეთ ამერიკელებთან ერთად დაუბრუნდებიან გუნდს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია