მესი ჯერ ვერ დაბრუნდება - ახალი დეტალები ლეოს გეგმების შესახებ

ავტორი: Salo Qobalia • 1-08-2021, 13:28


ლიონელ მესი "ბარსელონას" პრესეზონს მანამ არ შეუერთდება, სანამ კლუბთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, - იტყობინება Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი.

როგორც იცით, კატალონიელებმა 2021/22 წლების სეზონისთვის მზადება 12 ივლისიდან დაიწყეს და 3 ამხანაგური მატჩიც ჩაატარეს. რაც შეეხება ლეოს, იგი ახლაც შვებულებაშია.

ადრინდელი გეგმა ითვალისწინებდა, რომ 34 წლის მეგავარსკვლავი "სიუტატ ესპორტივას" 2 აგვისტოს დაბრუნებოდა, მაგრამ ამაზე თავად "ბარსამ" თქვა უარი.
წყაროს თანახმად, კატალონიელებს სურთ, მესისთან ხელშეკრულება 13 აგვისტომდე მაინც გააფორმონ, რათა მან "რეალ სოსიედადთან", 15 აგვისტოს გასამართ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა.

სხვათა შორის, Cadena Ser წერს, რომ "ბლაუგრანაში" არგენტინელთან თანამშრომლობის გაგრძელების გაოფიციალურებას 8 აგვისტომდე გეგმავენ, რათა "ლა პულგა" გამპერის თასზე "იუვენტუსს" ეთამაშოს.

ასეა თუ ისე, მესის "კამპ ნოუზე" დარჩენა გადაწყვეტილი ჩანს, თუმცა კლუბი ფინანსურ საკითხებს ისევ აგვარებს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია