რამდენს გადაუხდის "რეალი" მბაპეს, რომ ფრანგმა "პსჟ"-სთან არ გაახანგრძლივოს

ავტორი: Salo Qobalia • 1-08-2021, 13:27


კილიან მბაპე და მადრიდის "რეალი" - ამ საგას დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს. თითქოს, ყველაფერი ამ ზაფხულს უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა წელს იგივე ხდება, რაც აქამდე.

უდიდესი ალბათობით, კილიანის ტრანსფერი არც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შედგება. რაც გარკვეულწილად ბუნებრივიცაა, ვინაიდან მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულს ეწურება.

მადრიდული გამოცემის "Marca"-ს ინფორმაციით, "ბლანკოსი" მზადაა ფრანგს 40 მილიონი გადაუხადოს ბონუსის სახით, თუ იგი "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ეს კი "თეთრებს" საშუალებას მისცემს კილიანი მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატონ.

თუ "სამეფო გუნდი" მბაპეს შეძენას ახლავე ეცდება, ეს მინიმუმ 120 მილიონი დაჯდება. ის გეგმა კი, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, გაცილებით ნაკლებ ფინანსურ სახსრებს საჭიროებს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია