რამდენს გადაუხდის რეალი რონალდუს ხელფასს თუ ის მადრიდში დაბრუნდება?

ავტორი: Salo Qobalia • 26-03-2021, 10:18


პაველ ნედვედის ციტატა გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ხელშეუხებელია და მას "იუვენტუსთან" კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
რა თქმა უნდა, ეს "სამეფო კლუბისთვის" დიდი დაბრკოლებაა და პორტუგალიელის ტრანსფერის განხორციელება არც თუ ისე მარტივი იქნება.
ასევე, არსებობს მეორე ფაქტორიც, რაც რონალდოს "რეალში" ტრანსფერს ხელს უშლის - ანაზღაურება.
ამჟამად, კრიშტიანუს ხელფასი "იუვენტუსში" 32 მილიონი ევროა. ესპანური გამოცემა AS წერს, რომ "სამეფო კლუბს" ამ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ აქვს, რომ 36 წლის შემტევს მსგავსი თანხა შესთავაზოს.
AS-ის თანახმად, "რეალს" მაქსიმუმ 25 მილიონი ევროს შეთავაზება შეუძლია (წლიური).


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია