იუვენტუსმა რონალდუს იმედი გაუცრუა, რონალდუმ კი იუვენტუსს - Marca კონფლიქტის მიზეზებზე

ავტორი: Salo Qobalia • 26-03-2021, 10:17


Marca-ს თუ დავუჯერებთ, კრიშტიანუ რონალდუსა და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა.

პორტუგალიელი თავდამსხმელი "ბებერი ქალბატონით" უკმაყოფილოა, იგივე განწყობით არის კლუბიც ფეხბურთელის მიმართ.

"ბიანკონერიში" გადმოსვლის მომენტში მადრიდის "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ჰქონდა მოლოდინი, რომ მას დახვდებოდა გარემო, სადაც ის ევროპაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გააგრძელებდა.

მაურიციო სარისა და ანდრეა პირლოს დანიშნვა კი "სინიორას" შვიდიანმა კლუბის მხრიდან ზედმეტად ექსპერიმენტალურ ნაბიჯად მიიღო.

"შავ-თეთრები" არიან საპირისპირო აზრზე, მათი მტკიცებით, კლუბმა პირენეელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველა პირობა შეუქმნა.

იმის გამო, რომ "ზებრები" კვლავ დარჩნენ ევროთასის მოგების მიღმა, 36-წლის შემტევის გაყიდვა აქტუალური საკითხი გახდა


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია