შვედები უკმაყოფილოები არიან: "მხოლოდ შედეგი იყო კარგი"

ავტორი: Salo Qobalia • 26-03-2021, 10:15


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, შვედეთმა საქართველოს უმასპინძლა და 1:0 იმარჯვა.
თამამად უნდა ითქვას, რომ საქართველომ საკმაოდ ძლიერ მეტოქეს და გუნდს, რომელიც 2 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ასპარეზობდა, პრობლემები შეუქმნა.
თამაშის შედეგით შვედები კმაყოფილები არიან, თუმცა მათ ხარისხი არ მოეწონათ და სავარაუდოდ, ელოდნენ, რომ საქართველოს უფრო მარტივად დაამარცხებდნენ.
შვედი ქომაგები შემდეგ კომენტარებს აკეთებენ.
"ერთადერთი, რაც კარგი იყო შედეგია. თამაშის ხარისხი არ ვარგოდა."
"შვედეთს უკეთესად თამაშიც შეუძლია..."
"დავივიწყოთ ეს მატჩი და მომდევნო შეხვედრებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ."
"სამწუხარო მატჩი იყო, აქ საქართველოს ანგარიშის გახსნაც შეეძლო. ველოდები, უფრო დალაგებულ ნაკრებს."
"ამ მატჩის ხარისხით შვედეთმა გამოაჩინა, რომ ყატარში წასვლა არ უნდა (2022 წლის მუნდიალზე)."
"ჯადოსნური შედეგი საქართველოსთან, რომელიც ფიფას რეიტინგში 89-ე ადგილზეა."
"შემდეგი შეხვედრისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ."


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია