რა პუნქტი იქნება ჩავის ახალ კონტრაქტში - ONZE

ავტორი: Salo Qobalia • 23-03-2021, 00:06


კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი გეგმავს, რომ "ალ-სადთან" კონტრაქტი 2022 წლამდე გააახანგრძლივოს, იტყობინება "Onze".

ყატარული გუნდი "მაესტროს" 2 წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა როგორც ირკვევა, კონტრაქტში იქნება პუნქტი, რაც ესპანელს "ბარსაში" უფასოდ გაშვების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი "ალ-სადს" 2019 წლიდან ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში მან გუნდს უკვე 5 ტიტული მოაგებინა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია