როგორია ლეო მესის სტატისტიკა 2021 წელს - საოცარი ციფრები

ავტორი: Salo Qobalia • 23-03-2021, 00:06


კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი ლეო მესი 2021 წელს საოცარ ფორმაში შევიდა. არგენტინელი ვარსკვლავი მოედანს გოლის ან საგოლე გადაცემის გარეშე პრაქტიკულად არ ტოვებს.

შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ "ლა პულგა" როგორც ბომბარდირთა, ასევე ასისტენტთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა.

ლეოს საოცარ ფორმას მისი სტატისტიკა კიდევ უფრო ცხადყოფს. 2021 წელს ჩატარებულ 19 შეხვედრაში მის ანგარიშზე 19 გოლი და 8 ასისტია.

ასე რომ, სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ, მესიმ კრიტიკოსების დადუმება დაიწყო.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია