დაპირისპირება პირლოსა და ანიელის შორის

ავტორი: Salo Qobalia • 23-03-2021, 00:06


ტურინის "იუვენტუსის" გასახდელში "ბენევენტოსთან" მატჩის შემდეგ დაძაბული ატმოსფერო იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "La Stampa" აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, სკუდეტოს მოგების ბოლო შანსის დაკარგვის შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა და გასახდელში იყო როგორც ხმამაღალი საუბარი, ისე შეურაცხყოფა.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ დაპირისპირება ანდრეა ანიელისა და ანდრეა პირლოს შორისაც შედგა. იტალიელი სპეციალისტი ცოტა ხნის წინ თავის ტურინულ მომავალში და პროექტის უწყვეტობაში დარწმუნებული იყო, ახლა ასე აღარ არის.

პირლოს მომდევნო უახლოეს ტურებში დავალება მიეცა, რომ გუნდის თამაში და შედეგები გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კარისკენ მიუთითითებენ, მიუხედავად იმისა, რომ პარატიჩიმ საჯაროდ დაადასტურა მისი ნდობა და პროექტის გაგრძელება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია