მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსის" ბოლო მატჩებზე საუბრობს

ავტორი: Salo Qobalia • 23-03-2021, 00:06


"ბებერი სინიორას" ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, გუნდზე და მათ მთავარ პრობლემებზე საუბრობს.
"ძალიან ვწუხვარ "იუვეს" გამო. მათ დანარჩენი თამაშები გულშემატკივრის გამო უნდა მოიგონ. მე ხუთი დიდებული წელი გავატარე მათთან, მაგრამ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო. გუნდს პორტუსთან არ გაუმართლა, იუვემ ყველაფერი კარგად გააკეთა, 120 წუთი დიდებულად უტევდნენ, თუმცა "პორტუ" გადმოვიდა შეტევაში, ჯარიმა მოიპოვა და ყველაფერი დასრულდა. "იუვენტუსი" იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას
პირლოს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე ბენტანკურს კარგად ვიცნობ, მას არ შეუძლია დაცვის წინ თამაში. ის იქ ბევრ შეცდომას უშვებს და პორტუსთან მისი შეცდომაც საბედისწერო აღმოჩნდა
დავბრუნდები თუ არა იუვენტუსში? არ ვიცი, ახლა ამის თქმა ძალიან მიჭირს," -განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია