ნეიმარის ყოფილი აგენტი: მესისა და ნეიმარის გაერთიანება მხოლოდ ლაპორტას შეუძლია

ავტორი: Salo Qobalia • 20-03-2021, 00:06


"ბარსელონას" ყოფილი აგენტი, ანდრე კური, რომელიც ბრაზილიაში მუშაობდა და კატალონიურ კლუბში ნეიმარი მოიყვანა, სამხრეთამერიკელი თავდამსხმელის "ბლაუგრანას" შემაგენლობაში დაბრუნების შესაძლო ვარიანტზე საუბრობს. 
ჟოან ლაპორტა ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ნეიმარისა და ლიონელ მესის გაერთიანება შეუძლია.
მესის კარიერის დასრულება "ბარსელონაში" აქვს გადაწყვეტილი, ასე რომ, თუ ამ ორ ფეხბურთელს მოედანზე ისევ ერთად ვნახავთ, ეს ამ გუნდში მოხდება. 
ნეიმარისთვის "ბარსას" კარი ღიაა. კატალონიელებმა იციან, რომ მან შეცდომა დაუშვა და ეს ნეიმარმა თავადაც აღიარა. 
- ციტირებს კურის სიტყვებს Marca. 


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია