ESPN: გვარდიოლა "ბარსაში", შესაძლოა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდეს

ავტორი: Salo Qobalia • 20-03-2021, 00:06


"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა "ბარსელონაში", შესაძლოა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდეს, იტყობინება ESPN-ის ჟურნალისტი, კრისტიან მარტინი.
წყაროს ინფორმაციით, ამის ალბათობა იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ინგლისური კლუბი ჩემპიონთა ლიგას ისტორიაში პირველად მოიგებს. "ქალაქელებმა" ტურნირის 1/4 ფინალში გასვლა შეძლეს და ისინი "დორტმუნდს" დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდი "ბაიერნსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა "ბარსელონას" 2008-2012 წლებში წვრთნიდა და "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" ერთად 14 ტიტული მოიგო, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია