ჩემპიონთა ლიგაზე მესის გოლი გამოარჩიეს

ავტორი: Salo Qobalia • 20-03-2021, 00:06


ლიონელ მესის მიერ "პარი სენ ჟერმენთან" გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის საუკეთესოდ დაასახელეს.
არგენტინელმა მეგავარსკვლავმა კეილორ ნავასის კარი ყუმბარისებული დარტყმით, შორი დისტანციიდან აიღო.
შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ლეოს მეხუთე და უკანასკნელი გოლი ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში.
ხსენებული გოლი გამოსარჩევია იმითაც, რომ ეს იყო მესის 120-ე შედეგიანი დარტყმა ჩემპიონთა ლიგაზე.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია