"იუვენტუსი" და რონალდუ მომავალზე იმსჯელებენ

ავტორი: Salo Qobalia • 20-03-2021, 00:06


ზაფხული ახლოვდება და საუბრებიც აქტიურად იწყება იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელი წავა ან დარჩება. გამონაკლისი არც "იუვენტუსია".
ტურინელებს რთული პერიოდი უდგათ და ახალი გუნდის აშენება აუცილებელიც კია. სიახლისთვის კი კლუბს ძველი ფეხბურთელების გაცხრილვა აუცილებლად მოუწევს.
საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა იტალია კრიშტიანუ რონალდუმაც დატოვოს. ჯერ-ჯერობით რამის თქმა რთულია და გადაწყვეტილიც არაფერია. უკანასკნელი ცნობებით კი პორტუგალიელი მოთამაშე და კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში შეხვდებიან და მომავალზე ისაუბრებენ.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია