"ბარსელონა" ხელახალი არჩევნების ზღვარზე - ლაპორტა შარშია

ავტორი: Salo Qobalia • 17-03-2021, 00:16


ჟოან ლაპორტასა და მის გუნდს ლა ლიგისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენია მოთხოვნილი 124.6 მილიონი ევრო, - იტყობინება ARA.

კატალონიელისთვის საქმეები რთულად მიდის, რადგან დედლაინი მას ოთხშაბათს აქვს დანიშნული, ამჟამად კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 50 მილიონი ევრო უჭირავს ხელში.

იწერება, რომ ლაპორტამ შეთანხმებას მიაღწია Audax Renovables company-ისთან, რომლის მფლობელიც "ბლაუგრანას" ფინანსური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი, ედუარდ რომეუა.

მიუხედავად ამისა, ჟოანი შიშობს, რომ ამ ქმედებით, რომეუს გავლენა ზედმეტად გაიზრდება, რამაც კლუბზე შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს.

"ბარსას" ახალ პრეზიდენტს კიდევ ორი ვარიანტი აქვს: პირველი მათგანი ჩრდილოამერიკული საინვესტიციო ფონდი HPS Partners-ია, ხოლო მეორე გზად ბორდის ხელოვნურად გაზრდაა, რაც დამატებით 5 დირექტორის მოწვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტამ აუცილებელი თანხა ოთხშაბათამდე ვერ შეაკოწიწა, კლუბს ხელახალი არჩევნების დანიშვნა მოუწევს.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია