ჰოლანდი: "მსურს რონალდუს შევხვდე და ვუთხრა, რომ..."

ავტორი: Salo Qobalia • 17-03-2021, 00:15


როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი კატალონიის "ბარსელონას" ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი შემტევი "სამეფო გუნდის" ლეგენდარული მოთამაშის კრიშტიანუ რონალდუს დიდი გულშემატკივარია.

გავიხსენოთ, ჰოლანდის განცხადება, რომელიც მან 2020 წლის აპრილში გააკეთა.

"როდესაც რონალდუს უყურებ მისი სახე გეუბნება: 'დღეს ბევრ გოლს გატიტან' და ის ამას მართლა აკეთებს. მსურს, ერთ დღეს კრიშტიანუს შევხვდე და ვუთხრა, რომ შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ მე ფეხბურთელი ვარ. იგი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იქნება", - თქვა ნორვეგიელმა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია