რატომ არ გამოცხადდა რონალდუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მისაღებად?

ავტორი: Salo Qobalia • 15-03-2021, 14:12


ტურინის "იუვენტუსისა" და "კალიარის" შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ჰეტ-ტრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, პორტუგალიელი თავდამსხმელი არ გამოცხადდა არც ჯილდოს ასაღებად და არც ინტერვიუსთვის.

"ბებერი ქალბატონის" ლიდერს ეს გადაწყვეტილება არ აუხსნია, თუმცა პრესა ვარაუდობს, რომ მან ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, "ბიანკონერის" შვიდიანი იტალიურმა პრესამ ხომ უბრალოდ მიწასთან გაასწორა.

როგორც ვხედავთ, პირენეელმა ფორვარდმა თავის არაკეთილმოსურნეებს საკადრისი პასუხი გასცა. 36-წლის შემტევს ამ სეზონში 33 მატჩში უკვე 30 გოლი დაუგროვდა.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია