კრიშტიანუ კვლავ რეალში?! – ამ ფაქტს ზიდანი ეხმაურება

ავტორი: Salo Qobalia • 14-03-2021, 10:22



აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ლოს ბლანკოსის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს კითხვები პრესკონფერენციაზე დაუსვეს:

ალბათ იცით, თუ რამდენს ნიშნავს კრიშტიანუ “რეალისათვის”. რაც მან ამ კლუბში გააკეთა, წარმოუდგენელ დაფასებას იმსახურებს.

თუმცა, ახლა ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია და იქ კარგ სეზონს ატარებს. ჭორების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მედია ბევრ ცნობას ავრცელებს”.

ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ასპარეზობას “პორტუმ” გამოთიშა, რის შემდეგაც იტალიელთა ლიდერმა,
კრიშტიანუ რონალდუმ დიდი კრიტიკა მიიღო. პორტუგალიელი “ბებერი ქალბატონის” ყოფილმა პრეზიდენტმა,  ჯოვანი ჯილიმაც გააკრიტიკა:

“იყო თუ არა “იუვენტუსისთვის” რონალდუ ცუდი არჩევანი? დიახ, ნამდვილად. ამას მისი მოყვანისთანავე ვამბობდი. ის დიდი ჩემპიონია, თუმცა – ძალიან ძვირი. სეზონის ბოლოს “იუვემ” კრიშტიანუ უნდა გაუშვას “.

ცნობილია, რომ რონალდუს გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” არიან დაინტერესებული.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია