ბარსელონამ დავიდ ალაბასთნ შეთანხმებას მიაღწია | MD

ავტორი: Salo Qobalia • 11-03-2021, 00:17


"ბარსელონას" ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალით, დავიდ ალაბათი აქტიურად ინტერესდება.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, beIN SPORTS იუწყება, რომ კატალონიელებმა 28 წლის ფეხბურთელთან ვერბალურ შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს ცნობით, ავსტრიელისთვის ბრძოლაში მადრიდის "რეალის" დამარცხების შემდეგ, "ბარსა" აქცენტს "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ შემტევზე, სერხიო აგუერო გააკეთებს - ორივე მოთამაშეს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, "ბლაუგრანას" მათი დამატება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია