259-დღიანი პაუზის შემდეგ - ერიქსენმა ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა

ავტორი: Salo Qobalia • 27-02-2022, 11:42



პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ბრენტფორდმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ეს მატჩი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა რომ არა კრისტიან ერიქსენის მინდორზე გამოჩენა. 8-თვიანი იძულებითი შვებულება ოფიციალურად დასრულდა.

ერიქსენი მოედანზე მატჩის 52-ე წუთზე გამოჩნდა და საკმაოდ ბევრსაც აქტიურობდა, თუმცა საკუთარ გუნდს შეხვედრის გადარჩენაში ვერ დაეხმარა. როგორც უკვე მოგახსენეთ, „ბრენტფორდი“ 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ დანიელი ნახევარმცველის გამოჩენას მთელი სტადიონი ოვაციებით შეხვდა. 30 წლის ფეხბურთელს ყველა მხურვალედ ქომაგობდა.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია