ჯო კოული: "აზარს, რონალდუსავით რომ ეცხოვრა ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა"
ავტორი: Salo Qobalia • 24-02-2022, 02:33

ჩელსის“ ყოფილი ათიანი ჯო კოული ედენ აზარის შესახებ საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ ვერ მოიგო მან ოქროს ბურთი და რა დააკლდა ამ დონემდე მისასვლელად.
„აზარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. იმ მოკლე პერიოდში, როცა ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩს გადაეცა, ის აზარს უნდა მიეღო. მაგრამ იგი ცხოვრობს ისე, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოს. ედენი შესანიშნავი მხატვარია. საუკეთესო, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. მას არ აქვს ისეთი აზროვნება, როგორიც მესის და რონალდუს და ეს ნორმალურია. მან იმდენი სიხარული მოუტანა ლილისა და ჩელსის გულშემატკივრებს წლების განმავლობაში და მოიგო იმდენი ტიტული, რომლითაც საამაყო იყო. და ამ ყველაფერს ღიმილით მიაღწია, სიამოვნებისთვის თამაშობდა. მესმის, რომ ის მადრიდის რეალში მას კარგად არ აეწყო, მაგრამ აქ დასანანი არაფერია. მას შეეძლო რონალდუს მსგავსად ეცხოვრა: ღამის საათებში ყინულის აბაზანების მიღება და მსგავსი რამ. მაგრამ ეს აზარისთვის არ არის. ასე რომ ეცხოვრა, ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა. მაგრამ ედენს თავისი გზა აქვს. ის ოჯახის კაცია. თქვენ უნდა გქონდეთ ბალანსი სპორტულ დიდებასა და მოედნის მიღმა ცხოვრებას შორის“,
- თქვა კოულმა Goal-თან საუბრისას.