ბარსელონამ კრიპტო ინდუსტრიისადმი უნდობლობის გამო წელიწადში 70 მილიონ ევროზე უარი თქვა
ავტორი: Salo Qobalia • 24-02-2022, 02:32

„ბარსელონა“ კრიპტო ინდუსტრიისადმი უნდობლობის გამო წელიწადში 70 მილიონ ევროზე უარი თქვა.
ეს თანხა - პლუს 20%-იანი ბონუსი კატალონიურ კლუბს შესთავაზა კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც „ბარსას“ გენერალურ სპონსორობას სთავაზობდა.
მაგრამ „ბლაუგრანას“ დირექტორთა საბჭომ და კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტეს უარი ეთქვათ შეთავაზებაზე, რადგან ისინი უფრთხილდებიან ამ ინდუსტრიას და მიიჩნევენ, რომ ის სარისკო, არასტაბილური და არაეთიკურია.
იყო რამდენიმე შეთავაზება კრიპტოვალუტის ბირჟებიდან - ყველა მათგანმა შესთავაზა მეტი ფული, ვიდრე მუსიკალური სერვისის მწარმოებელმა Spotify-იმ, რომელიც მალე „ბარსას“ ოფიციალური სპონსორი უნდა გახდეს.
ამჟამად „ბარსელონასა“ და Spotify-ს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, კლუბი კომპანიისგან წელიწადში 70-75 მილიონ ევროს მიიღებს.
თუმცა, ეს გარიგება კატალონიელებისთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება, ვიდრე კრიპტოვალუტის ვარიანტი