ტებასი ჯოკოვიჩის შემთხვევაზე: "ესპანეთში არ არის ვაქცინაცია სავალდებულო, მათ შორის ფეხბურთშიც"
ავტორი: Salo Qobalia • 24-02-2022, 02:31

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მეოთხედ ვაქცინაციის გეგმებზე ისაუბრა და ნოვაკ ჯოკოვიჩის გაკრიტიკებასაც არ მოერიდა.
- შეიძლება, თუ არა რომ ფეხბურთში ისეთი რამ მოხდეს, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაემართა ავსტრალიაში?
„გნებავთ თუ არა, სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პატივი უნდა ვცეთ. ესპანეთში არ არის სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის ფეხბურთშიც. სამჯერ გავიკეთე აცრა. როცა მეოთხე ინექცია დასჭირდება, პირველ რიგში ვიქნები, რადგან მჯერა ვაქცინის. სასიცოცხლოდ მიმაჩნია, მაგრამ სხვის გადაწყვეტილებებში არ ჩავერევი. არავაქცინირებული ადამიანი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის? თუ ესპანეთის ხელისუფლება ასე ფიქრობს, დაე, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ“,
- განაცხადა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგაში შეზღუდვები მოიხსნა და ამიერიდან მატჩებზე დასწრება 100%-ით იქნება შესაძლებელი.
ჯოკოვიჩი ვაქცინაციის შესახებ „როგორც ელიტარული სპორტსმენი, სამჯერ ვამოწმებ ყველაფერს, რაც ჩემს სხეულში შედის. თუ რამე ცვლის ჩემს სხეულს 0,5%-ით მაინც, მე ამას ვგრძნობ. ასე რომ, მე უბრალოდ ფრთხილად მივუდექი გადაწყვეტილებას (აცრაზე), არსად მეჩქარება. მე მხარს ვუჭერ არჩევანის უფლებას. ყველას აქვს უფლება მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არ მიყვარს, როცა იარლიყს (ანტივაქსერობას) მაწერენ და რაღაც მოძრაობის ნაწილად თვლიან. ყოველთვის ვცდილობდი თითოეული ადამიანის არჩევანისთვის პატივი მეცა და იმედი მაქვს, რომ ხალხი ჩემს არჩევანსაც სცემს პატივს“.