მბაპე გუნდელების წინააღმდეგ - რა ხდება პსჟ-ში?
ავტორი: Salo Qobalia • 23-02-2022, 01:12

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენმა“ კილიან მბაპეს გოლის წყალობით მადრიდის „რეალი“ დაამარცხა. თანაგუნდელები ფრანგ ფეხბურთელს შემოეხვივნენ და გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნეს.
ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად ჩანს, თუმცა კილიანი კონტრაქტის გახანგრძლივებას კვლავ არ აპირებს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოცემა L'Equipe გუნდში არსებულ ვითარებას ასახელებს.
რა არ მოსწონს მბაპეს?
23 წლის ფეხბურთელმა ხელმძღვანელობას იმ პირობების სია ჩამოუთვალა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც გუნდში დარჩება. ჩამონათვალში ნახსენებია, რომ მთლიანი პროექტი მბაპეს გარშემო უნდა აშენდეს. კლუბმა ასევე ტრანსფერებთან დაკავშირებით მისი მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს და კილიანი პენალტის პირველი დამრტყმელი უნდა გახდეს.
ყველაზე საინტერესო მოთხოვნა კი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელებისთვის პრივილეგიების მოხსნაა. პსჟ-ში ასეთები ბევრნი არიან. მაგალითად ლეო მესი, დი მარია, პარედესი, კეილორ ნავასი, ნეიმარი და მარკინიოსი..
წყაროს ცნობით, სეზონის პირველ ნახევარში სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ბევრი რამ აპატიეს. მაგალითად ვარჯიშზე დაგვიანება და ღამის კლუბებში სიარული. მბაპე ამ ყველაფერს ხედავს და თვლის, რომ ასეთი ფაქტები იმ სტანდარტებს ეწინააღმდეგება, როგორიც მაღალი დონის გუნდს უნდა ჰქონდეს.
L'Equipe საფრანგეთში საკმაოდ პატივსაცემ და გავლენიან გამოცემად ითვლება. აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე ტყუილს და ჭორს არ დაწერდა. მითუმეტეს იმ დროს, როდესაც გუნდში ბოლო დღეებში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. აშკარაა, რომ დაძაბულობა მართლაც სუფევს.
არგენტინელები ვაინალდუმს არ ეხმარებიან
პირველი პრობლემა 2021 წლის ოქტომბერში წარმოიშვა. ვაინალდუმი პსჟ-ს ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ადაპტაცია დღემდე არ გაუვლია და საუკეთესო ფორმიდან შორს არის. ამის ერთ-ერთი მიზეზი არგენტინელი ფეხბურთელების დამოკიდებულებაა. ისინი ჟორჟინიოს თავს ცუდად აგრძნობინებენ. ეს ყველაფერი კი პარედესის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ემსახურება.
თავად ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ მისთვის რთული იყო ახალ ადგილას დამკვიდრება:
„ვერ ვიტყვი, რომ პსჟ-ში სრულიად ბედნიერი ვარ. ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა. მაგრამ ეს არის ფეხბურთი, თქვენ უნდა გაუმკლავდეთ სირთულეებს. მე მებრძოლი ვარ. ვიცი, რომ კარგ ფორმაში ჩადგომა შემიძლია.“
პარედესმა უგულებელყო ეს თემა, თუმცა ერთხელ მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პოჩეტინოს მკვლელი უწოდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ლეანდრომ მხოლოდ რამდენიმე სათამაშო წუთი მიიღო.
დონარუმა და ნავასი
გასული წლის დეკემბერში ახალი დუელი გაჩნდა. ჯანლუიჯი დონარუმას და კეილორ ნავასს ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. პოჩეტინო სათამაშო დროს ანაწილებს, მაგრამ კმაყოფილი არცერთი მეკარე არ არის. ამის შესახებ შემოდგომაზე იტალიელმა კარის დარაჯმა ღიად ისაუბრა:
„როტაცია ჩემი თამაშის ხარისხზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ ყურადღებას მაფანტავს. 16 წლიდან მთავარი მეკარე ვარ, ამიტომ სკამზე დარჩენა ადვილი არ არის. იმედი მაქვს, ეს სიტუაცია მალე მოგვარდება“
დონარუმასა და ნავასს შორის დაპირისპირებამ გუნდი ორ ნაწილად გაყო. კოსტა რიკელ მეკარეს მხარს მარკინიოსი, ნეიმარი, მესი, დი მარია უჭერენ. იტალიელს - ვერატი, მბაპე და კიმპემბე.
სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ სპორტულ დირექტორს ლეონარდოს Sky Italia-ს ეთერში საჯაროდ საუბარი მოუწია. მისი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ მოთამაშეებს უპირატესობები არ აქვთ და მხოლოდ პოჩეტინო წყვეტს, თუ ვინ ითამაშებს კონკრეტულ მატჩში. თავად მაურისიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას და კარგ ატმოსფეროს ხედავს როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე.
მადრიდის „რეალთან" მატჩის წინ, ჟურნალისტმა მიგელ დელანიმ ვარჯიშზე საინტერესო მომენტი შეამჩნია. კეილორ ნავასმა „ჯიჯოს“ კარში დაურტყა და ზუსტად „ცხრიანში“ გაუტანა. კოსტა რიკელმა მეკარემ გოლი ისე აღნიშნა, თითქოს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს.
დღევანდელი მონაცემებით, სეზონის დაწყების შემდეგ, ნავასმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, დონარუმამ კი 18-ში. ჩემპიონთა ლიგაზე კეილორი 3-ჯერ გამოჩნდა, ჯანლუიჯი 4-ჯერ.
ნეიმარი
კილიან მბაპე ბრაზილიელი ვარსკვლავის პრივილეგიებითაც უკმაყოფილოა. როგორც გაირკვა, ნეიმარი სწორედ ერთ-ერთი იმ პრივილეგიით სარგებლობს, რომელიც ფრანგ შემტევს სურს. საუბარი ტრანსფერების განხორციელებას ეხება. კილიანს არც ის მოსწონს, რომ ნეიმარი ღამის კლუბებში დადის და ვარჯიშებზე აგვიანებს.
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი თვლის, რომ ასეთი ფაქტები გუნდზე ცუდ ზეგავლენას ახდენს. ჩამოთვლილი მიზეზებიდან ნათელი ხდება, რომ პარიზულ გრანდში ცუდი სიტუაციაა. ეს ყველაფერი კი მბაპეს არ მოსწონს და „რეალში“ გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ.