"მანჩესტერისთვის სისუსტის პოვნა რთულია" - სიმეონე მერვედფინალის წინ
ავტორი: Salo Qobalia • 23-02-2022, 01:11

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებას ვიხილავთ. მადრიდის „ატლეტიკო“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „როხიბლანკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ პრესკონფერენცია გამართა.
სიმეონე:
„ასეთ სიტუაციებში ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით. რანგნიკის მოსვლის დღიდან გუნდი გაძლიერდა და საკმაოდ მხარი გახდა. რთულ თამაშს ველოდები, მაგრამ გაგვიმართლა, რომ „ვანდაზე“ გულშემატკივრები იქნებიან. გასულ წელს ასე არ იყო და წავაგეთ. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი გუნდი გაიზარდოს და სულისკვეთება არ დაკარგოს.
დღეს „იუნაიტედი“ უფრო ძლიერი და კომპაქტურია, ვიდრე აქამდე. დაცვაში მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და ეს ჩვენ გეგმას კიდევ უფრო მეტად ართულებს. რანგნიკის გუნდისთვის ისეთი ადგილების მოძებნა, რომელშიც შეცდომებს უშვებენ ძალიან რთულია. შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელები 100%-ით ზუსტად იზიარებენ ამ მატჩის მნიშვნელობას.“

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში ოფიციალურად არასდროს შეხვედრილან. „ატლეტიკოსა“ და „იუნაიტედის“ მერვედფინალური დაპირისპირება 23 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.