სენსაციური მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები ზიდანის საქციელმა გააკვირვა

ავტორი: Commander • 22-01-2021, 01:57


ესპანეთის თასზე მესამე დივიზიონის გუნდ "ალკოიანოსთან" მარცხის შემდეგ, "რეალმა" დღეს დილით პირველი ვარჯიში გამართა.

როგორც Marca იტყობინება, ზოგიერთი ფეხბურთელი მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანისგან მკაცრ სიტყვებს ელოდა.

თუმცა, გუნდთან ფრანგი სპეციალისტის საუბარი ორ წუთზე დიდხანს არ გაგრძელებულა და იმ მანერით ჩაიარა, როგორც მატჩისშემდგომმა პრესკონფერენციამ, სადაც ზიდანმა განაცხადა, რომ მარცხი სასირცხვილო არ ყოფილა.

"ყველას ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია", - ასეთი იყო ფრანგი მწვრთნელის გზავნილი, როცა გუნდს ერთიანობისკენ მოუწოდა. ზოგიერთ ფეხბურთელს ზიზუს რბილი გამოსვლა გაუკვირდა. ზიდანის სიტყვით გამოსვლა არ იყო ისეთი, როგორსაც ბევრი ელოდა, ასეთი წაგების შემდეგ.


მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია