ვილიარეალი VS იუვენტუსი - მატჩის წინ

ავტორი: Salo Qobalia • 22-02-2022, 01:51



იუვენტუსი“
„ბებერი ქალბატონი“ „ვილიარეალთან“ შეხვედრას კარგ ხასიათზე არ ხვდება. „ბიანკონერიმ“ სერია ა-ს ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგა. უკანასკნელად კი ალეგრის გუნდი ტურინულ დერბიში „ტორინოს“ შეერკინა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 26 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 47 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მილანს“ 9 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი
მასიმილიანო ალეგრის პრობლემები აქვს. იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები არ იქნებიან, როგორებიც პაულო დიბალა, ფედერიკო კიეზა, ლუკა პელეგრინი და რუგანი არიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბერნანდესკის, ბონუჩის და კიელინის თამაშიც.
რა თქვა ალეგრიმ მატჩამდე?
 „ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტურნირზე გამოვდივართ. შეცვლის თუ არა სტუმრად გატანილი გოლის წესი ჩვენს მიდგომას? არ ვიცი, ამას ხვალინდელი შედეგი გვიჩვენებს. „ვილიარეალი“ ახლა კარგ ფორმაშია. უნაი ემერი ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელსაც ტექნიკურად გამართული გუნდი ჰყავს.
 ტაქტიკურად ძალიან დაძაბულ მატჩს ველოდები. შედეგს პატარა დეტალები გადაწყვეტს. ბალანსი უნდა დავიცვათ და საკუთარ სტილს არ გადავუხვიოთ. სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნება. სერია ა-ში ნაჩვენები შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე გავლენას ვერ მოახდენს.“



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია