ჩელსი VS ლილი - მატჩის წინ

ავტორი: Salo Qobalia • 22-02-2022, 01:50



ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ჩელსის“ მარტივი მეტოქე შეხვდა. „არისტოკრატები“ „ლილის“ უმასპინძლებენ.

„ჩელსი“
ტომას ტუხელის გუნდისთვის პრემიერ ლიგის მოგება თითქმის შეუძლებელია. „ჩელსი“ 25 ტურის შემდეგ 50 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 13 ქულით ჩამორჩება, თუმცა „არისტოკრატებს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, „ლურჯები“ „კრისტალ პალასს“ ესტუმრნენ და მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ზიეჩმა 89-ე წუთზე გაიტანა.

დანაკლისი

ტომას ტუხელს, „ლილისთან“ მატჩში ბენ ჩილუელი და ჰადსონ-ოდოი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას აზპილიკუეტას, რის ჯეიმსის და მეისონ მაუნტის თამაში.

რა თქვა ტუხელმა მატჩის წინ?

 „ისტორიამ გვაჩვენა, რომ „ჩელსიში“ სუპერ თავდამსხმელებს ადაპტაცია უჭირთ. რეალურად კი ჩემი გუნდი ფორვარდების ტანჯვად გადაიქცა. ჩემი აზრით, „ჩელსი“ ძლიერ დაცვით და ფიზიკურ გუნდად ითვლება, რომელსაც აქვს გარკვეული დამოკიდებულება კონკურენტულ ფეხბურთში.

გვინდა, რომ ფიზიკურად ძლიერები ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად ტექნიკური ფეხბურთიც ვითამაშოთ. ფეხბურთი რთული სპორტია. ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს იმ რწმენით და გუნდური სულისკვეთებით, როგორიც აქამდე გვქონდა. „ლილი“ ანგარიშგასაწევი ძალაა. მერვედფინალში ფრანგები დამსახურებულად გავიდნენ და ადვილი გასეირნება არ გველოდება.“



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია