ჩავი: "ჩვენი თამაში უმჯობესდება, ფეხბურთელთა პროგრესით კმაყოფილი ვარ"

ავტორი: Salo Qobalia • 21-02-2022, 01:24



„ბარსელონამ“ ლა ლიგის 25-ე ტურში „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ 4:1 მოუგო და ოთხეულს დაუბრუნდა.

ჩავის გუნდმა ეფექტურად ითამაშა და ლამაზი გამარჯვებაც გაიფორმა. მწვრთნელი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კმაყოფილი ჩანდა.
„პედრი ჩვენ ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს, იგი ბურთს არ კარგავს. იგი ჩვენ თამაშში მართლაც საკულტო როლს ასრულებს, როგორც დღეს ვიხილეთ. მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელია, ნიჭიერების თვალსაზრისით მსოფლიოში მისი მსგავსი არავინაა.
 მისი გოლი? პედრის ჩვენ დარტყმას ვთხოვთ, უფრო მეტად რომ გარისკოს, მას კარგი დარტყმა აქვს, ჯარიმებსაც კარგად ასრულებს. იგი ახალგაზრდა და მორცხვია, მაგრამ მისი მსგავსი ნიჭი ყველას არ აქვს.
 რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პირველი გოლი ფანტასტიკური იყო. პირველ ნახევარში თამაშს უფრო მეტად ვაკონტროლებდით, შესვენების შემდეგ მატჩში მეტი პაუზა იყო.
 ვიცოდით როგორ უნდა გავმკლავებოდით ვალენსიელთა პრესინგს. შეტევაში სივრცის პოვნა გვჭირდებოდა ეს გავაკეთეთ კიდეც.
 ჩვენი თამაში უმჯობესდება. ეს გამარჯვება სიმშვიდეს გვაძლევს, თუმცა მხოლოდ ხუთშაბათამდე. ვფიქრობ, რომ ნაპოლისთან განმეორებით შეხვედრაში უფრო უკეთ ვითამაშებთ.
 ვიდეო რეფერი? ის ასეთია - ერთ დღეს გარგებს, მეორე დღეს გაზარალებს.
 ფეხბურთელთა მდგომარეობითა და პროგრესით კმაყოფილი ვარ. მაგალითად დესტი, როდესაც გუნდში მოვედი ის არც ისე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ამჯერად ძალიან კარგად ითამაშა. ასე უნდა განვაგრძოთ“.
კატალონიელები ხუთშაბათს ნეაპოლს ესტუმრებიან და ევროპა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრას ჩაატარებენ. კვირას კი „კამპ ნოუზე“ „ბილბაოს“ უმასპინძლებენ.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია