ინძაგი: "ფეხბურთელების დამოკიდებულის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ"

ავტორი: Salo Qobalia • 21-02-2022, 01:22



სერია ა-ს 26-ე ტურში „ინტერმა“ შინ მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო. იმონე ინძაგის გუნდი „სასუოლოსთან“ 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ, ინძაგი ფეხბურთელებზე გაბრაზებული იყო და პრესკონფერენციაზე ეს არც დაუმალავს.

„ფეხბურთელების დამოკიდებულის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩვენ მოსამზადებლად გვქონდა სამი დღე ოთხშაბათის მატჩიდან (ლივერპულთან) და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ დაამარცხა სასუოლომ მილანი და იუვენტუსი სტუმრად, რომ ისინი თამაშობენ შესანიშნავ ფეხბურთს, რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 მეორე ტაიმში ყველაფერი ვცადეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ არ გაგვიმართლა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამ საკითხზე განსხვავებული დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. სასუოლოს ბევრი ტექნიკური და მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, მათ დღეს ეს აჩვენეს.

 ჩვენ გავაანალიზებთ სიტუაციას. ვიცით, რომ 13 მატჩი გვაქვს დარჩენილი. მაგრამ გუნდს, რომელსაც სკუდეტოს მოგება სურს, არ შეიძლება მატჩებს ისე ვუდგებოდეთ, როგორც დღეს მოხდა“,

- განაცხადა „ნერაძურების“ მთავარმა მწვრთნელმა.

„ინტერი“ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ „მილანს“, თუმცა თანაქალაქელებზე 1 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.



მოგწონთ საიტი?
SPORT1.GE - WORLD SPORT

© 2019 ყველა უფლება დაცულია