რანგნიკი: "არ მესმის რა როლი აქვს დარენ ფლეტჩერს მანჩესტერში"
ავტორი: Salo Qobalia • 21-02-2022, 01:21

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი დარენ ფლეტჩერი ახლა კლუბში ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა მისი საქმიანობა რალფ რანგნიკისთვის გაუგებარია.
გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, თუ რა როლი აქვს ფლეტჩერს კლუბში, მაგრამ რანგნიკმა ისიც დაამატა, რომ დარენის ქმედებები ვარჯიშზე კარგ ზეგავლენას ახდენს.
„იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი გუნდში ოლე გუნარ სულშერმა გასული წლის იანვარში დააბრუნა. თავდაპირველად ფლეტჩერი სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ორი თვის შემდეგ, კლუბის პირველ ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა და ახლა რანგნიკთან აქტიურად თანამშრომლობს.
„წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ ფლეტჩერის აზრი ტაქტიკასთან დაკავშირებით ღირებულია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ხვდება რა არის მისი სამუშაოს მთავარი სპეციფიკა.
რანგნიკი:
„ფლეტჩერის გუნდში ყოფნა კარგია. ის ყველა მოთამაშეს იცნობს და რა კითხვაც არ უნდა დავუსვა ყველაფერზე მპასუხობს. ის ყველა ვარჯიშში იღებს მონაწილეობას. მე მხოლოდ იმაზე შემიძლია გესაუბროთ, თუ რა განვიცადე ბოლო 12 კვირაში.
რა არის ფლეტჩერის როლი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ვიმეორებ, მისი გუნდში ყოფნა კარგია და შემიძლია იმაზე გელაპარაკოთ, თუ რას აკეთებს დარენი ვარჯიშებზე. სხვა დანარჩენი არ მესმის.“