"უნდა ვიპოვოთ გზა მის გასაფორმებლად", - ლაპორტა ჰოლანდზე ოცნებობს და ყველაფერზეა წამსვლელი
ავტორი: Salo Qobalia • 20-02-2022, 01:15

"ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზეა წამსვლელი.
როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, 21 წლის ნორვეგიელისთვის კატალონიელთა და "რეალის" ბრძოლა სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბლაუგრანაც" და "ბლანკოსიც" ერლინგის გარემოცვასთან კონტაქტს ინარჩუნებენ და შეთავაზებებს ამზადებენ.
ლაპორტამ "ბარსას" ხელმძღვანელობას ბორუსიელთა ფორვარდის ტრანსფერის უზრუნველყოფა დაავალა. "უნდა ვიპოვოთ გზა ჰოლანდის გასაფორმებლად", - განუცხადა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა ხელქვეითებს.
როგორც აღინიშნება, თავად ჰოლანდმა იცის, რომ მისი ხელში ჩაგდება ესპანურ გრანდებს სურთ, მაგრამ საკუთარ მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.